“ქართული ოცნება“ პირნათელი და მართალია ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუტთან, პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობასთან” – რატი იონათამიშვილი
“ქართული ოცნება“ პირნათელი და მართალია ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუტთან, პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობასთან. ჯო უილსონის ფანტასმაგორიებს არანაირი ძალა არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მან საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.
„სწორედ ამ ადამიანების პასუხისმგებლობაა, აზრი და ნდობა დაუბრუნონ იმ მისიას, რის გამოც თავის დროზე ეს საერთაშორისო ინსტიტუტი შეიქმნა, თუ უნდათ, ამ ავტორიტეტიდან რაიმე დარჩეს, თუ არადა, იქნება ისეთი – ნანახი გვაქვს თუნდაც ევროპარლამენტის მაგალითზე – რომლის იმიჯიც და რეპუტაციაც ევროკავშირის ქვეყნებში დაბალ ნიშნულზეა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.