სასწრაფოდ: თავისუფლების მოედანზე მოზარდი დაჭრეს

მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს.
როგორც “კვირას” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, არასრულწლოვანს ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.
თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭს შელაპარაკება მოუვიდა 3 უცნობ მამაკაცთან, რომლებიც მისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ. დაზარალებულმა უცნობებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ის ზურგის არეში დანით დაჭრეს.
“კვირას” ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა მეგობარ ბიჭთან და გოგოსთან ერთად ცეკვიდან მოდიოდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდის დაჭრაში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, სოლოლაკელები იყვნენ. ისინი ადგილიდან მიიმალნენ.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები