ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 27 ივლისს, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.
“ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.