კოსოვოს პარლამენტის სხდომაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს (ვიდეო)

კოსოვოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „თვითგამორკვევის“ პარტიიდან სხდომის დროს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ამის შესახებ KosovaPress-ი იუწყება. პროტესტს სათავეში ედგა პარტიის ლიდერი ალბინ კურტი. ამის შემდეგ სხდომა ჩაიშალა და დეპუტატები სხვა შენობაში გადავიდნენ, სადაც მათ პირველი მოსმენით კენჭი უყარეს ბიუჯეტის პროექტს.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ისა მუსტაფამ ოპოზიციის ქმედებას დანაშაული უწოდა. ოპოზიცია პარლემენტისგან მოითხოვს, გაუქმდეს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიზანია კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები