საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ტერორისტების მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვალსმა ქვეყნის ნაციონალურ კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, რომ არსებობს ექსტრემისტების მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე. ტერორისტების მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება. არსებობს იმის საშიშროება, რომ ტერორისტები ამ ტიპის იარაღს ტერაქტების დროს გამოიყენებენ“, – განაცხადა ვალსმა.
საფრანგეთის ნაციონალური კრების სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ გადაწყვეტილებას, ქვეყანაში სამი თვით საგანგებო რეჟიმის გაგრძელების შესახებ. როგორც მანუელ ვალსმა გუშინ განაცხადა, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტი ბოლო არ არის და როგორც საფრანგეთის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ტერორისტების აქტივობა შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები