რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ყირიმის მიერთება კონსტიტუციურად ცნო

   რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის ფედერაციაში ყირიმის მიერთების საკითხი კანონიერად და კონსტიტუციურად აღიარა. სასამართლომ საერთაშორისო მოლაპარაკება დამოუკიდებელი ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ერთხმად აღიარა,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ვალერი ზორკინზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება სრულად შეესიტყვისება რუსეთის კონსტიტუციას. როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუმარტა, საქმის შესწავლა საჯარო განხილვის გარეშე მოხდა, რადგან ამ შემთხვევაში საქმე იყო რატიფიცირების გარეშე შემდგარ მოლაპარაკებებთან, რომელთანაც სადავო არცერთ მხარეს ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები