„ისლამურმა სახელმწიფომ“ მუქარის შემცველი ახალი ვიდეო გამოაქვეყნა (ვიდეო)
„ისლამურმა სახელმწიფომ“ მუქარის შემცველი ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც საფრანგეთს ახალი ტერაქტების მოწყობით ემუქრება. ტერორისტები საფრანგეთისგან სირიის ტერიტორიის დაბომბვის შეწყვეტას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ტერაქტების მოწყობას აპირებენ.
ვიდეორგოლში ასევე ისმის მუსულმანებისადმი ექსტრემისტული მოწოდებები.
„საფრანგეთო, თუ შენ ფოქრობ, რომ მუსულმანებს დაუსჯელად შეუტევ და ისინი შენს წინააღმდეგ არ ამხედრდებიან, ასე არ იქნება. ტერაქტები – ეს ყველაზე მცირეა, რაც თქვენ დაგემართებათ“, – აცხადებს ერთ-ერთი ტერორისტი.
ექსტრემისტები აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირს მიმართავენ, რომ ვიდრე „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე შეტევები გაგრძელდება, „სიმშვიდეს არ ეღირსებიან“.
https://www.youtube.com/watch?v=UEm8ntl_AgU