პარიზის შემოგარენში სამი ტერორისტია ლიკვიდირებული, მათ შორის ერთი ქალია

პარიზის სენ-დენის შემოგარენში მთელი ღამე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა 13 ნოემბრის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის – აბდელჰამიდ აბააუდის დასაკავებლად.
სპეცოპერაციის დროს ორმხრივი სროლა მოხდა, რომლის დროსაც ორი ტერორისტი განადგურდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა შტურმის დროს თავი აიფეთქა. ოპერაციის დროს ერთმა პოლიციელმა მსუბუქი ჭრილობა მიიღო. სპეცოპერაცია დამნაშავეების დასაკავებლად ბელგიაშიც მიმდინარეობს. ამ ქვეყნის ხელისუფლებაც საფრანგეთის მსგავსად საგანგებო მდგომარეობის დაწესებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები