იაცენიუკმა ყირიმში ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი მიავლინა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა ყირიში სიტუაციის განმუხტვისა და დეესკალაციისთვის სიმფეროპოლში უკრაინის პირველი ვიცე- პრემიერი ვიტალი იარემი და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ტენიუხი მიავლინა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“არსენი იაცენიუკმა საგანგებო დავალება მისცა უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გაემგზავრონ ყირიმში კრიზისის დარეგულირებისა და კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით და არ დაუშვან, რომ კონფლიქტი სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრმა ოსტაპ სემერაკმა. ვიტალი იარემამ და იგორ ტენიუხმა უკვე დატოვეს მთავრობის სხდომა და აეროპორტში გაემართნენ.