„National Geographic“ -ის რუკაზე ყირიმს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მონიშნავენ

    ჟურნალ “National Geographic”-ის გადაწყვეტილებით, ყირიმი რუკაზე რუსეთის ნაწილად მოინიშნება. ჟურნალის მთავარმა გეოგრაფმა განაცხადა, რომ ისინი რუკებს მსოფლიოში რეალური სურათის მიხედვით ადგენენ. “ჩვენ ვადგენთ მსოფლიოს რუკებს ისე, როგორიც არის მსოფლიო. როგორც თქვენ ხვდებით, ჩვენს რუკებს ყოველთვის არ შეუძლიათ პოზიტივი დაანახვონ იმათ, ვისაც მსოფლიოში სინათლის დანახვა უნდათ”, – განაცხადა ჟურნალის მთავარმა გეოგრაფმა ხუან ხოსე ვალდესმა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ლეგალური პროცედურები დასრულდება და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევა, მას რუკაზე რუსეთის ფერებში მონიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები