მოსკოვი-გოას რეისზე ჩხუბის გამო თვითმფრინავმა საგანგებო დაჯდომა განახორციელა

   თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვიდან გოაში (ინდიაში) მიფრინავდა, ბორტზე მასობრივი ჩხუბის გამო, ქალაქ ასტრახანის აეროპორტში საგანგებო დაჯდომა განახორციელა. ჩარტერულ რეისს კომპანია “ჩრდილოეთის ქარი” ახორციელებდა. როდესაც თვითმფრინავი როსტოვ-დონუზე მიფრინავდა, მთვრალმა მგზავრებმა ჩხუბი დაიწყეს, მეთაურმა ასტრახანში დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო. მომხდარს უკვე განიხილავენ ტვიტერზე.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, 212 მგზავრი საგანგებო დაჯდომის შემდეგ სასტუმროებში განათავსეს. რეისი კი სამშაბათს განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები