“კავკაზცენტრი”: დოკუ უმაროვი გარდაიცვალა
ჩეჩენ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი გარდაცვლილია, – ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა “კავკაზცენტრი” ავრცელებს.
ცნობილი გახდა უმაროვის შემცვლელის ვინაობაც. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლთა ახალი ლიდერი ალი აბუ-მუჰამადი გახდა, რომელმაც საკუთარი ვიდეომიმართვაც გაავრცელა და აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
თუმცა, ამის მიუხედავად, ჩეჩენ მებრძოლთა ოფიციალურ ვებგვერდზე სად ან როდის დაიღუპა უმაროვი არაფერს წერენ.