კანადაში მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს
კანადის ქალაქ პეტერბოროში, ონტარიოს პროვინციაში მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. ამ მეჩეთში ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობდა.
როგორც სააგენტოს მუსულმანური გაერთიანების ხელმძღვანელმა კენზ აბდელმა განუცხადა, მეჩეთის შენობა სერიოზულად დაზიანდა და მისი გამოყენება შეუძლებელია. აბდელმა ეს აქტი დაგმო და მას „მშვიდობის ადგილზე“ თავდასხმა უწოდა. კანადის პოლიცია ვერ აკონკრეტებს, დაკავშირებულია თუ არა მეჩეთში ცეცხლის გაჩენა საფრანგეთში 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტთან. პოლიცია დარწმუნებულია, რომ მეჩეთს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.