საფრანგეთის პოლიციამ კიდევ ორი ტერორისტის ვინაობა დაადგინა
საფრანგეთის პოლიციამ კიდევ ორი ტერორისტის ვინაობა დაადგინა, რომლებიც პარიზში მომხდარ ტერაქტებთან არიან დაკავშირებულები, – ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამი თვითმკვლელიდან, რომლებმაც თავი „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან აიფეთქეს, ერთ-ერთი საფრანგეთის მოქალაქე, 20 წლის ბილალ ხადფია, ხოლო მეორე – 31 წლის იბრაჰიმ აბდესლამი, რომელმაც თავი ვოლტერის ბულვარზე აიფეთქა.
ბელგიის მედიის ცნობით, ტერაქტებში ეჭვმიტანილი სამი ძმა, გვარად აბდესლამი ბრიუსელში ცხოვრობდა. მესამე ძმა – მოჰამედი, 14 ნოემბერს საღამოს დააკავეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თვითმკვლელი, 29 წლის საფრანგეთის მოქალაქე ისმაილ ომარ მოსტეფაა, რომლის ცხედარი „ბატაკლანის“ თეატრში იპოვეს.