მოსკოვში, კურსკის რკინიგზის სადგურიდან 500 ადამიანია ევაკუირებული
მოსკოვში, კურსკის რკინიგზის სადგურიდან აფეთქების საფრთხის გამო 500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. „პოლიციაში ზარი ადგილობრივი დროით 06.36-ზე შევიდა, ევაკუირებულია 500-მდე ადამიანი“, – განუცხადეს „რია-ნოვოსტის“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ რუსეთის ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა რუსეთის მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინოს მეტი ყურადღება და სიფხიზლე ტერორიზმის საფრთხის წინაშე.