„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთს სისხლის მდინარეებით ემუქრება

ექსტემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ექსტრემისტები რუსეთს სისხლიანი შეტევებით ემუქრებიან. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ჯგუფ SITE-ის ინფორმაციით, რომელიც ჯიჰადისტების პროპაგანდას აკვირდება, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ეს ვიდეო რუსულ ენაზე გამოაქვეყნა.
ვიდეორგოლში, რომელშიც მკველობის უამრავი კადრია, ნათქვამია, რომ „ძალიან მალე სისხლის ზღვა დაიღვრება“.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ეგვიპტეში რუსული А321-ის აფეთქებაზე, რის შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა. ის, რომ თვითმფრინავში ბომბი აფეთქდა, ბრიტანული და ამერიკული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები