გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვართ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პროცესში

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო შედის საარჩევნო წელიწადში, წელიწადში, რომელმაც ხაზი უნდა გაუსვას საქართველში დემოკრატიის განვითარების შემდეგ ნაბიჯს. აღნიშნულის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენ ვართ ახლა ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. შევდივართ საარჩევნო წელიწადში. წელიწადში, რომელმაც ხაზი უნდა გაუსვას საქართველოში დემოკრატიის განვითარების შემდეგ ნაბიჯს და საუბრები ამ და სხვა თემებზე ყოველთვის მისასალმებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ღია ვარ და მივესალმები დისკუსიას და კონსულტაციებს თქვენთან ჩვენი პარტნიორობის მომავალზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები