„ნასამ“ მარსის ზედაპირის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა (ფოტოკოლაჟი)
მარსის ზედაპირის ახალი და ძალიან ხარისხიანი ფოტოები გამოქვეყნდა აშშ-ს ნაციონალური კოსმოსური სააგენტოს საიტზე. ფოტოები გადაღებულია აპარატ Mars Reconnaissance Orbiter-ის მეშვეობით და მათზე ოფირის კანიონია აღბეჭდილი. სურათი კამერა HiRISE-მა გადაიღო, რომელიც არის ტელესკოპი – რეფლექტორი. კოსმოსური აპარატი მარსის ზედაპირიდან 300 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ოფირის კანიონი მარინერის მდელოების ნაწილია. ეს, თავის მხრივ, მარსული კანიონების გიგანტური სისტემაა, რომლის სიგრძე 4 500 კილომეტრს შეადგენს. მათი სიღრმე კი 11 კილომეტრს აღწევს. მსგავსი ფოტოები მარსის ტექტონიკური სისტემების ფორმირებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. მეცნიერების უმეტესობას მიაჩნია, რომ მარინერის მდელოები, პლანეტის გაციების შედეგად, მარსის ფორმირების ადრეულ ეტაპზე შეიქმნა. კანიონების სიგანე გარკვეული დროის შემდეგ ეროზიის შედეგად გაიზარდა.