ლევან მაჭავარიანი – აშშ-თან ურთიერთობაზე: ძალიან ლოგიკურად მიდის ყველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა

ძალიან ლოგიკურად მიდის ყვველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სრული თანხვედრა აქვს და ლოგიკურად ურთიერთობების აღდგენას წინ ვერაფერი აღუდგება.

„ძალიან ოპტიმისტურია ჩვენი მოლოდინი, ვინაიდან რაღაც ტიპის სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. ამ თვეშივე შემდეგი დელეგაცია ჩამოვა ბატონი რუბიოს მიერ დაკოპლექტებული.

პირველ რიგში ყველას შევახსენებ, რომ ეს ურთიერთობები დააზიანა წინა ადმინისტრაციამ. როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენ გვსაყვედურობს, რომ თითქოს წინა ადმინისტრაციასთან ჩვენი პრეტენზიები არის წინაპირობა, რატომაც არ არის ურთიერთობები აღდგენილი, ეს არის ნონსენსი, ვინაიდან ვისთანაც ჩვენ პრეტენზიები გვქონდა, თავდაცვით რეჟიმში, იმას აცხადებს დღევანდელი ადმინისტრაცია მტრად.

ბატონ დონალდ ტრამპს ჩვენ ღიად ვგულშემატკივრობდით და სრული თანხვედრა არის ღირებულებით, მსოფლმხედველობრივ ნაწილში, გზავნილებში, სრული თანხვედრა არის შეფასებებში ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად თანხვედრაა ყველაფერში, შესაბამისად, ლოგიკურად ამას წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს. იყო პოზიტიური სიგნალები, ეს გადავიდა მუშა რეჟიმზე, ველოდებით შემდეგი დელეგაციის სტუმრობას, იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი მზაობა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები