გოგლა ჟვანია: “რუსთავი 2“-ის ირგვლივ პროცესები გამჭვირვალედ ვითარდება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის გოგლა ჟვანიას განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესები გამჭვირვალეა. როგორც ჟვანიამ ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მფლობელებს კომპანიის დაბრუნება სურთ.
ჟვანიას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ უპასუხა. მისი თქმით, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა არსებობდეს. დოლიძე აღნიშნავს, რომ ის, რაც ადრე ხდებოდა ქვეყანაში, არ უნდა გაგრძელდეს და ეს არ არის დემოკრატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები