ზაზა გაბედავა სოფო ნიჟარაძეზე: ასე რამ გააბოროტა, რომ ამ „ქინძ“ სააკიანს აქეზებს

„იბერიულ-კავკასიური“ მოძრაობის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა გაბედავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ სოფო ნიჟარაძის ბავშვობას იხსენებს და მომღერლისა და ექსპრეზიდენტის სატელეფონო საუბარს ნამდვილს უწოდებს. მისი თქმით, ნიჟარაძის ადგილი საქართველოში არ არის.
„რა თქმა უნდა, ნამდვილია! ნიჟარაძეს დიდი ხანია ვიცნობ, როცა 17 წლის გოგო იყო და დედამისთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. არ იყო ცუდი გულის ბავშვი და ასე რამ გააბოროტა, რომ ამ, მართლაცდა, „ქინძ“ სააკიანს აქეზებს და კვერს უკრავს – კარგია, თუ სისხლი დაიღვრება საქართველოში და ჩვენი გეგმები განხორციელდებაო?! რასაც ეგენი ლაპარაკობენ, სიმართლეა და სოფო ნიჟარაძე საქართველოში გასაჩერებელი არ არის, ჩემო ძმაო!
სოფო იყო ძალიან კარგი გულის ბავშვი, ძალიან ლამაზი გოგო… მერე რა მოუვიდა, როგორ გაფუჭდა და წავიდა ხელიდან, არ ვიცი! ძალიან მწყინს, რომ მაგისი ცხოვრება ასე წარიმართა! იმ სატელეფონო ჩანაწერში სოფო ისე უსმენდა სააკაშვილს, რომ არავითარი რეაქცია არ ჰქონდა სისხლისღვრაზე და ამან გამაცოფა. სოფო ნიჟარაძის ადგილი საქართველოში არ არის, ეგ არის ყველაფერზე ხელისმომწერი გოგო, მე სხვა სოფო ნიჟარაძეს ვიცნობდი“, – ამბობს ზაზა გაბედავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები