რა გავლენები აქვთ „ნაციონალებს“ საკონსტიტუციო სასამართლოში – ვინ ვისი მეგობარია, “პრაიმტაიმი” სამეგობრო სიას აქვეყნებს
გაზეთი “პრაიმტაიმი” საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” გავლენებზე საუბრობს და იქ მომუშავე მოსამართლეების სამეგობრო სიას აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, პირველად ხმაური, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას საქმეზე მოჰყვა. სწორედ “უკანონო პატიმრობიდან” გათავისუფლების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ „ნაციონალები“ “რუსთავი 2”-ის საქმეშიც აქტიურად გამოიყენებდნენ და სასურველ შედეგებსაც მიიღებდნენ.
თუ რა შუაშია საკონსტიტუციო სასამართლოსთან “ნაციონალური მოძრაობა”, სტატიის ავტორი წერს, რომ ამაზე პასუხის გასაგებად საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის სიაც საკმარისი იქნება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი – მიხეილ სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრი 2004-2006 წლებში;
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი – მიხეილ სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილე 2006-2007 წლებში;
მოსამართლე მაია კოპალეიშვილი – იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე 2008 წელს, ამავე დროს იუსტიციისა და განათლების მინისტრის ნიკა გვარამიას მოადგილე 2008 წელს;
მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი – ზურაბ ადეიშვილის კურსელი და ახლო მეგობარი;
მოსამართლე ზაზა თავაძე – იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე 2008-2010 წლებში.
სტატიის ავტორის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმართლედ დანიშვნით, თითოეულს, მიხეილ სააკაშვილისგან, როგორც ჩანს, პარტიისადმი გაწეული ღვაწლი დაუფასდა. ასეთი დასკვნის საფუძველს ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იძლევა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ “რუსთავი 2”-ის დაცვის მხარეს მიმდინარე პროცესების დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების მოთხოვნა ერთხელაც არ დაუყენებია, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობას ყოველ 5 წუთში აყენებდნენ.
“ან რატომ უნდა გახსენებოდა, კოტე ვარძელაშვილს და ნიკა გვარამიას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ან ის რატომ უნდა გახსენებოდათ, რომ კოტე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია წლების განმავლობაში განათლების მინისტის ნიკა გვარამიას იმჟამინდელი მოადგილე იყო. ან ის რატომ უნდა გახსენებოდათ, რომ მათი სამეგობროა “ნაციონალური მოძრაობის” მთელი ელიტა და მოსარჩელე მხარე.
ამ ყველაფრის მერე, აღარ ჩნდება კითხვა, გიგი უგულავას პირველი სარჩელი რატომ დაეწერა მაინცდამაინც ქეთევან ერემაძეს, მეორე სარჩელი-ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს ია კოპალეიშვილს და “რუსთავი 2”-ს, სამივე სარჩელი – ზურაბ ადეიშვილის მოადგილეს. კონსტანტინე ვარძელაშვილს.
შეგვიძლია დაბეჯითებით ვივარაუდოთ, რომ “რუსთავი 2″-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს წარდგენილი მეოთხე სარჩელიც მხოლოდ რომელიმე მათგანს შეხვდება”, – წერს სტატიის ავტორი.