დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა გააცნო.

„სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მეფრინველეობის სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია, დარგის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე განისაზღვროს ის ნაბიჯები და მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე, მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილეების კურატორობით იმართება. კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები