სასწაული ვაზისუბანში – მამა გაბრიელის ხატებს მირონი სდის

მამა გაბრიელის ხსენების დღეს ჩემს ხატებთან რომ ვლოცულობდი, უცებ მამა გაბრიელის ორ ხატს მირონის დენა დაეწყო, – ამის შესახებ ვაზისუბანში მცხოვრები ქალბატონი ნანა კიბაბიძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს.
ნანა კიბაბიძე გამოცემასთან ამბობს, რომ მირონი მის სახლში დაბრძანებულ სხვა ხატებსაც სდით.
“31 ოქტომბერს, ლუკა მახარობლის ხსენების დღეს, ჩვენს ოჯახში დავანებული მაცხოვრის უფლის აღდგომის ხატს უკვე მეორედ შევნიშნე მირონდენა, ხატი საგრძნობლად იყო ორივე მხარეს დასველებული, ეს ხატი ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა, ჩემმა დამ 8 წლის წინ მაჩუქა, მას შემდეგ ჩემს სახლშია დაბრძანებული. ეს ხატი განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ახლა, 2 ნოემბერს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს ჩემს ახლობელთან, ანი გლოველთან ერთად, ხატებთან რომ ვლოცულობდი, უცებ მამა გაბრიელის ორ ხატს მირონის დენა დაეწყო, ნაღვენთები და სისველე ახლოს დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზისა და დედა მატრონას ხატებსაც შევნიშნეთ, 4 ნოემბერს კი ყაზანის ხატის ხსენების დღეს, მირონი სხვა ხატებზეც გადმოვიდა, ამჟამად ჩვენს ოჯახში 17 მირონმდენი ხატი დავთვალე“,-აცხადებს ნანა კიბაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები