გიორგი კვირიკაშვილმა: უმჯობესი იქნება, თუკი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნება

ვისურვებდი, რომ გარდამავალ პერიოდში შექმნან მაღალი დონით უზრუნველყოფილი საბჭო, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე მხრიდან უნდა არსებობდეს კონსტრუქციული მიდგომა, რათა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი.
“რუსთავი-2″-თან დაკავშირებით არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რაიმენაირი ზეწოლა მოვახდინოთ ან ჩავერიოთ ამაში. მე ვისურვებდი, პროცესი შემდგომში ძალიან გამჭვირვალედ წარიმართოს, რომ ყველა მხარისთვის, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სჭირდება, მაქსიმალური ჩართულობა იქნებს უზრუნველყოფილი. ჩემი სურვილი იქნება, რომ ორივე მხრიდან არსებობდეს კონსტრუქციული მიდგომა, რათა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი.
მე მოვისმინე ტელეკომპანიის, არ ვიცი, არსებული ვუწოდო თუ ყოფილი, მფლობელების განცხადება, რომ უარი თქვეს რაიმე სახის მოლაპარაკებებში შესვლაზე. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება. ვისურვებდი, რომ გარდამავალ პერიოდში ან, რაც გნებავთ, ის ვუწოდოთ, არსებულ პერიოდში შექმნან პროფესიული ნიშნით და დამოუკიდებლობის მაღალი დონით უზრუნველყოფილი საბჭო, რომელიც, თავის მხრივ, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მეტი ჩარევის ბერკეტი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები