პაატა სალია: ყარამანიშვილების განცხადება “რუსთავი 2-ის” ინტერესებს ეწინააღმდეგება

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკარი პაატა სალია ძმებ ყარამანიშვილების განცხადებას პასუხობს.
ადვოკატი ფიქრობს, რომ ყარამანიშვილების მიერ სამაუწყებლო კომპანიისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე უარის თქმა არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს.
“მათ შესთავაზეს ყარამანაშვილებს წარმოედგინათ თავიანთი კანდიდატურა, რომ კონსესუსი ყოფილიყო მიღწეული მანამ, სანამ სასამართლო იმსჯელებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე. სამწუხაროდ, ყარამანიშვილების მხრიდან შერჩეულია კონფრონტაციული ტონი. ჩემი აზრით, ეს არ ტოვებს სხვა საშუალებას გარდა იმისა, რომ მმართველებმა განახორციელონ დაკისრებული მოვალეობები, მათ პირდაპირ ევალებათ, რომ დაიწყონ მოქმედება, თუ ისინი არ იმოქმედებენ, ამან შეიძლება კომპანიას მიაყენოს ზიანი. მე ვთვლი, რომ ყარამანიშვილების ამ ტიპის განცხადება რეალურად არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველებად დანიშნულმა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა სამაუწყებლო კომპანიას შესთავაზეს დროებით ხელმძღვანელად დანიშნულიყო მათ მიერ დასახელებული კანდიდატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები