დავით უსუფაშვილს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით კითხვები აქვს

ჯობია მე ვიზრუნო იმაზე, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ საქმიანობის, მუშაობის ნორმალური პირობები და მიუკერძოებელი ობიქეტური გადაწყვეტილების გამოსატანად აუცილებელი გარემო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენატრებისას განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს არამხოლოდ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სხვა გადაწყვეტილებთან დაკავშირებებითაც.
“კითხვები მაქვს არამხოლოდ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სხვა გადაწყვეტილებთან დაკავშირებებითაც, მაგრამ ჯობია მე ვიზრუნო იმაზე, რომ ამ კონკრეტულ მოსამართლეს და სხვებსაც, რომელებიც ხვალ და ზეგ განიხილავენ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეს, ჰქონდეთ საქმიანობის, მუშაობის ნორმალური პირობები და მიუკერძოებელი ობიქეტური გადაწყვეტილების გამოსატანად აუცილებელი გარემო, ვიდრე თავად გავაკეთო განცხადებები იმის თაობაზე, კონკრეტულად რას ვეთანხმები და რას არ ვეთანხმები.
ზოგადად, მინდა ვისურვო, რომ მოსამართლეები არამხოლოდ იურიდიულ კაზუისტიკაში იქნებიან პირნათელნი და გადაწყვეტილება იქნება გამართული, არამედ ამ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, გარემო სხვა სიტუაცია იქნება უფრო გასაგები და გამჭვირვალე”, – დასძინა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები