ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, ყველამ უნდა ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოტანილ განჩინებას ეხმაურება.

სამნიძის შეფასებით, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გააღრმავა ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის, კერძო დავის, სიტყვის თავისუფლების შესახებ და გააჩინა საფრთხე.

“ყოველთვის იყო პოლიტიზებული თემა, გაურკვეველ ვითარებებში იმდენჯერ შეიცვალა მფლობელი. ვთვლიდი, რომ პოლიტიკოსები ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით კომენტარებისას, მაგრამ გუშინდელი ღამის შემდეგ, დიახ, ღამის შემდეგ, იმიტომ რომ მანამდე არსად არაფერი გაჟღერებულა და არავის ამაზე ინფორმაცია არ ჰქონია, ვფიქრობ, ყველამ უნდა ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ.

ცოტა ხნით თითქოს დამშვიდდა პროცესი – ერთი მხრივ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით და, მეორე მხრივ, კანონიერი თუ უკანონო ჩანაწერებით „დარცხვენილი“ მხარდამჭერების სიფრთხილით. აღარ იყო მოლოდინი, რომ სამართლებრივ სივრცეს გასცდებოდა პროცესი, რაც არ უნდა სიხშირით მოგვესმინა გაურკვეველი „ლინკებით“ გავრცელებული ჩანაწერებისთვის.

გუშინდელი გადაწყვეტილებით კი, რომლის დასაბუთების შემაშფოთებელი ნაწილია ტელეარხის შინაარსობრივ მხარეში ჩარევა და კონკრეტული მითითებები მოსამართლის მხრიდან, ზეპირი მოსმენის გარეშე, ისევ გააღრმავა შეკითხვები, გააღრმავა ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, კერძო დავის შესახებ, სიტყვის თავისუფლების შესახებ და გააჩინა საფრთხე“,-წერს ხათუნა სამნიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები