ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 30 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 30-ზე მეტი „ბოევიკი“ გაანადგურეს. სპეცოპერაცია ავღანეთის ნანგარხარის პროვინციაში ჩატარდა. ამის შესახებ ტელეარხი TOLO News იუწყება.
როგორც პროვინციის ხელმძღვანელმა ჰაჯი გხალიბ მუჟაჰიდმა განაცხადა, უსაფრთხოების ძალებმა ასევე ექსტრემისტების რადიოგადამცემი კვანძი გაანადგურეს, რომლის მეშვეობით ისინი ერაყსა და სირიაში მყოფი ტერორისტების მეთაურებისგან ბრძანებებს იღებდნენ.
ძალოვანებს შორის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.