ქიბარ ხალვაში: დღევანდელობიდან გამომდინარე, მე ამ ადამიანებს ამ ოდენობის ხელფასებს ვერ შევთავაზებ

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ზოგიერთ თანამშრომელს არარეალური ხელფასები აქვს.
როგორც ხალვაშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, არღვევს სამართლიანობის პრინციპს. „კომპანია უნდა იყოს კომერციულად გამართული. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, არღვევს სამართლიანობის პრინციპს”, – ამბობს ქიბარ ხალვაში.
“კომპანია უნდა იყოს კომერციულად გამართული, კომერციულად გამართული კომპანია ნიშნავს იმას, რომ შემოსავალი და გასავალი ერთმანეთს აბალანსებდეს და მოგება უნდა რჩებოდეს. ადამიანი რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხელფასი სამართლიანობის პრინციპს არღვევს, ის თუ დასთანხმდება იმ ხელფასს, რომელიც კომერციულად გამართავს კომპანიას დარჩება და იმუშავებს. შეიძლება ვიღაცას გული დაწყდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ 30 ათასი ან 45 ათასი რეალური ხელფასი იყოს, დღევანდელობიდან გამომდინარე მე ამ ადამიანებს ამ ოდენობის ხელფასებს ვერ შევთავაზებ“,-განაცხადა ხალვაშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები