დავით დვალი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამჟამად დროებით მმართველად დანიშნული დავით დვალი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტებს მიმართავს, არ აყვნენ მის უკანონო ქმედებებს.
დღეს ის პიროვნება, რომელიც თქვენი დირექტორი იყო, მას უფლებამოსილება შეუჩერდა და აწი იცოდეთ, რომ ნებისმიერი მისი ქმედება ტელევიზიასთან დაკავშირებით არის უკანონო. აწი თქვენი გადასაწყვეტია ისევ მის ბრძანებებს და ავანტიურებს შეასრულებთ, თუ თქვენ, კოლექტივი, დაფიქრდებით თქვენს საკუთარ მომავალზე. ღირს თუ არა ამის გაგრძელება. ყველა მისი ნაბიჯი ამიერიდან არის უკანონო ტელევიზიასთან დაკავშირებით. კარგად იცოდეთ იურიდიულად ვერცერთ ქაღალდს ხელს ვერ მოაწერს, არანაირ მის ხელმოწერას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. ძალიან გთხოვთ დაფიქრდით იმის შესახებ “ვითომ და ერთსულოვნება, რომელიც უნდა რომ დახატოს არის ტელევიზიაში, ისევ პარალელი გაავლეთ იმასთან, რაც მე და ჯარჯიმ გავაკეთეთ თავის დროზე. არცერთი ჟურნალისტისთვის არ გვითხოვია გამოგვეყენებინა ჩვენს ბრძოლაში, თუმცა შეგვეძლო, მაგრამ არ ვიკადრეთ. იმიტომ, რომ თქვენ იყავით ყველაზე დიდი ფასეულობა ჩვენთვის”, – განაცხადა დავით დვალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები