ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები, რეფორმების მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კალლე პალლინგის შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გათვალისწინებულ სარგებელზე.
ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.