ირაკლი ღარიბაშილი: სააკაშვილი საქართველოში რევოლუციურ გადატრიალებას აპირებდა, მისი ადგილი ციხეშია

მე რომ მკითხოთ, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში რევოლუციურ გადატრიალებას აპირებდა და ამის დამადასტურებელი ჩანაწერები უკრაინულ საიტზე დაიდო.
“მე არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირებას და ამ თემაზე არ ვაპირებდი აქ საუბარს… მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციურ გადატრიალებას აპირებდა და ამის დამადასტურებელი ჩანაწერები დაიდო კიდეც უკრაინულ საიტზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. მე რომ მკითხოთ, მისი ადგილია ციხეშია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები