ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ტალინში იმყოფება.
ვიზიტის პირველ დღეს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან, ტაავი რიივასთან. მხარეები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას მედიისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენრიკ ილვესს და პარლამენტის პრეზიდენტს ეიკი ნესტორს. ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს, ტალინში ,,თბილისობა 2015” გაიმართება.

12187781_938953922862351_7812878268108154529_n 12191865_938953896195687_5885520511287244047_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები