გოგა ხაჩიძის სინანული – როცა პარტიულ ქვაბში იხარშები, გარედან საკუთარ თავს ვეღარ უყურებ

“ქოცობა“ არ არის პარტიული მდგომარეობა, შეიძლება „ნაციც“ იყოს „ქოცი”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გოგა ხაჩიძემ გაზეთ “პრაიმტაიმს” განუცხადა.
როგორც ხაჩიძე განმარტავს, რამდენიმე ადამიანი ძალიან მკვეთრად ამოვარდა საერთო ომიდან და ასეთი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობაშიც”. მისივე თქმით, როცა პარტიულ ქვაბში იხარშები, გარედან საკუთარ თავს ვეღარ უყურებ.
“წამოსვლის მერე გვერდიდან უყურებ რაღაცებს და მაინც ამჩნევ, ხვდები, როგორ შაჰიდდებოდა ადამიანი და როგორ ხდებოდა რაღაცა ცალსახა, სწორხაზოვანი, ჩარჩოში ჩასმული.
როცა პარტიულ ქვაბში იხარშები, გარედან ვეღარ უყურებ საკუთარ თავს. რამდენიმე ადამიანი ძალიან მკვეთრად ამოვარდა საერთო ომიდან და ასეთი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობაშიც“, „ნაცო“ ნუ ქოცობ და, ზოგადად, დასტურდება, რომ ქოცობა არ არის პარტიული მდგომარეობა, შეიძლება „ნაციც“ იყოს „ქოცი“.
ბევრი „ნაცი“ ვნახე, რომელიც ქოცია, მენტალურად არის „ქოცი“, აკვიატებული იდეებით. მე მენტალურად ქოცობას ვგულისხმობ. ეს გამოიხატა სწორხაზოვნოვაბაში, აკვიატებულ იდეებში. აი, მაგალითად, ქვეყანაში რაღაც ხდება და ვიღაც იცლის, რომ ჩვენ გვლანძღოს, თან ისეთთან მიმართებაში, მათი ცალსახა მოწინააღმდეგე რომ არის, შეიძლება ითქვას მტერიც. მაგრამ მაინც აკრიტიკებენ. არ მინდა ამაზე მეტი კონკრეტიკა”,- განაცხადა გამოცემასთან საუბრისას გოგა ხაჩიძემ. აღსანიშნავია, რომ გოგა ხაჩიძესთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” რიგები ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ მიმდინარე წლის მაისში დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები