იაპონიაში წამალი გამოიგონეს, რომელიც ადამიანს გრიპისგან ერთ დღეში კურნავს

იაპონელმა მეცნიერებმა პრეპარატი გამოიგონეს, რომელსაც ერთ დღე-ღამეში გრიპისგან ადამიანის განკურნება შეუძლია. ახალი წამლის მეშვეობით ვირუსს იმ ფერმენტების მიღების საშუალება აღარ ექნება, რაც მისი გამრავლებისთვისაა აუცილებელი. წამალი უკვე გამოსცადეს კლინიკურ პირობებში და მან თავისი ეფექტურობა აჩვენა. ფარმაცევტები დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის საკმარისია მისი მიღება ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
ნოემბერში ამ პრეპარატის გამოცდის მეორე ეტაპი გაიმართება. ეს მოხდება იმ პერიოდში, როდესაც ვირუსული გრიპის დაავადების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. წამალს რამდენიმე ასეულ პაციენტზე გამოსცდიან. ეფექტურობის და უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ ახალი წამალი ლიცენზირების პროცედურას გაივლის. აფთიაქებში მისი შეძენა 2018 წლიდან იქნება შესაძლებელი. ამჟამად ვირუსული გრიპის ორი ათასზე მეტი სახეობაა ცნობილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად ამ დაავადებისგან მსოფლიოში 250-დან 500 ათასამდე ადამიანი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები