საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო გარბენს შეუერთდა – მონაწილეები ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებისთვის გაერთიანდნენ

Screenshot

საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო გარბენს შეუერთდა. “ერთ დღეს, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით” – ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების მოსაძებნად ათასობით მორბენალი გაერთიანდა.

2026 წლის გარბენს საქართველო აპლიკაციით შეუერთდა. ვირტუალური ფინიშის მანქანის წინააღმდეგ მონაწილეებმა ინდივიდუალურად, მათ მიერ შერჩეულ ლოკაციაზე ირბინეს. ორგანიზებული გარბენი კი დინამო არენიდან დაიწყო.

რეგისტრაციისთვის განკუთვნილი თანხა, სრულად ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის საჭირო კლინიკური და სამედიცინო კვლევების დაფინანსებისთვის შექმნილ ფონდში ირიცხება. მონაწილეობა კი შეუძლია ყველას, პროფესიონალებს, მოყვარულებს, ეტლით მოსარგებლეებს, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ.

აპლიკაციით მორბენალთა გავლილი მანძილი გლობალურ რეიტინგში აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები