დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს
მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს პლუს ერთი ხმა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა, – განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მეორე ტური აღარ გაიმართება.
„თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა“, – აღნიშნა დეკანოზმა.
მისივე თქმით, ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ თარიღს ხვალ გამოაცხადებენ.
„ინტრონიზაციას ხვალ გამოვაცხადებთ. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.
ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, – განაცხადა პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ხვალ წინდა სამების ტაძარში გაიმართება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.
სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი 28 აპრილს გამოარჩია. კანდიდატები არიან: ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.