საკრებულოში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“, გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი „ართ -ჰოლი“, რომელმაც ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.
პრემია „ერთგულება“ სამი საუკეთესო მინიატურის/ჩანახატის ავტორს გადაეცა.
გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის “ ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდებაც გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატიურის მიხედვით შეირჩა.
გამარჯვებულებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია ყოველწლიურად გაიცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები