1 მაისს, სიღნაღში „საქართველოს ბულბული“ – ვანო სარაჯიშვილი დაიბადა

ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი და „საქართველოს ბულბული“ ვანო სარაჯიშვილი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, დაიბადა 1879 წლის 1 მაისს ქალაქ სიღნაღში. მას დღეს 147 წელი შეუსრულდებოდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, მისი იშვიათი სილამაზის ხმა, დახვეწილი ლირიკულ-დრამატული ტენორი, რომლითაც თანაბარი ოსტატობით ასრულებდა რთულ საოპერო პარტიებს, ქართულ ხალხურ სიმღერებს, რომანსებსა და საეკლესიო საგალობლებს, მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელი დღე ქართული სამუსიკო სამყაროსთვის ორმაგად მნიშვნელოვანი თარიღია: ზუსტად ამ დღეს, 1917 წლის 1 მაისს დაარსდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სწორედ ამ ორი თარიღის დამთხვევის გამო, 1947 წლიდან სახელმწიფო კონსერვატორია ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ვანო სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1924 წლის 11 ნოემბერს, 45 წლის ასაკში, ქალაქ თბილისში.
იგის დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში, იქ, სადაც თავის განუმეორებელ ვოკალურ სახეებს ქმნიდა და სადაც დღემდე ქართული საოპერო ხელოვნება ცოცხლობს

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები