რუსთავში სტუდენტური ფესტივალი გაიხსნა

რუსთავში, ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2026“ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი, კახა კალაძე, განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ესწრებიან. მათ შეკრებილ ახალგაზრდებს ფესტივალის გახსნისას სიტყვით მიმართეს.

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.

დაგეგმილია 45 კონკურსი – შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.

ყველა ღონისძიება თანაბრად მნიშვნელოვანია. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს თბილისში გაიმართება – 5 კმ-იან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერ მსურველი შეძლებს.

კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება.

საკმაოდ სოლიდურია საპრიზო ფონდი, ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის, ასევე, გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ პრიზი საუკეთესო გულშემატკივრისთვის.

წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

სტუდენტური ფესტივალის პარტნიორია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები