ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც დროებით შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა

ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც დროებით შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

“ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა, დაიცვათ უსაფრთხოების წესები.

მოძრაობის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები