„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად ნინო შუბლაძე დაინიშნა

„რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე დაინიშნა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბაკურ ბაკურაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა, სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება.

„დარწმუნებული ვართ, ჩვენს კოლეგასთან და არხის მთავარ სახესთან, რომელთან ერთადაც თითოეული ჩვენგანი უკვე ათეული წლებია მუშაობს, „რუსთავი 2“ კიდევ უფრო წარმატებული და რეიტინგული გახდება“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ყოფილი დირექტორი, ბაკურ ბაკურაძე თანამდებობას 2025 წლის 17 ივლისიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები