ილია ინჯია: ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას

ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა და კომისიის წევრმა, ილია ინჯიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომისიის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო საკითხის ყველა მიმართულებით შესწავლა. მსჯელობისა დამუშავების შემდეგ კი გამოიკვეთა, რომ ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება რეგულაცია. სწორედ ეს რეკომენდაციაა ასახული კომისიის დასკვნაშიც.

„კომისიის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო, რომ საკითხი ყველა მიმართულებით შეგვესწავლა. ეს პროცესი ერთად გავიარეთ, დეტალურად ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე და საბოლოოდ ერთ, საერთო პოზიციაზე შევთანხმდით – ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება რეგულაცია. სწორედ ეს რეკომენდაციაა ასახული კომისიის დასკვნაშიც.

ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საიდანაც უნდა დავიწყოთ შემდგომი მუშაობა, იქნება ეს მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა თუ აღნიშნული ფუნქციის რომელიმე არსებულ ინსტიტუტზე გადანაწილება. მთავარია, არსებობდეს ძლიერი და ეფექტური მარეგულირებელი მექანიზმი, რომლის ამოცანა იქნება სიღრმისეულად და არგუმენტირებულად შეიმუშაოს ისეთი რეგულაციები, რომლებიც ერთდროულად დაიცავს ბიზნესის ინტერესებს და დაარეგულირებს სოციალურ საკითხებს მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ.

ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას.

რაც შეეხება მედიკამენტების სფეროს, ჩემი პოზიცია აქაც მკაფიოა, საჭიროა რეგულაცია, ხოლო ერთ-ერთ ეფექტურ გზად მიმაჩნია სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს არსებობა“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები