თბილისის 29-ე ჯაზფესტივალი მიმდინარეობს

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, თიბისი კონცეპტი თბილისის რიგით 29-ე ჯაზფესტივალს წარმოადგენს.
თიბისი კონცეპტის ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან.
ჯაზფესტივალი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრსა და ჯაზკლუბ „თათუზაში“ ჩატარდება.
30 აპრილს, ჯაზის მე-15 საერთაშორისო დღეს, ლუკა თოფურიას და მეგობრებს  ჯაზკლუბმა „თათუზამ“ უმასპინძლა.
● 1 მაისი – მარკ რიბოს კვარტეტი (Marc Ribot Quartet “Hurry Red Telephone”) | მარჯანიშვილის თეატრი;
● 2 მაისი – კინგა გლიკი (Kinga Glyk) | მარჯანიშვილის თეატრი;
● 3 მაისი – ფრედ ჰერშის ტრიო (Fred Hersch Trio) | მარჯანიშვილის თეატრი;
● 1-2 მაისი – კენედი ადმინისტრეიშენის ჯემსეიშენი (Kennedy Administration) | „თათუზა“ –  ჯაზკლუბი.
ფესტივალის სტუმრებისთვის მარჯანიშვილის თეატრის კარი – 19:00 საათზე, „თათუზა“ ჯაზკლუბის კი – 22:00 საათზე გაიღება.
იუნესკოს მიერ დაწესებულ ჯაზის საერთაშორისო დღეს წელს მსოფლიოს 190 ქვეყანა აღნიშნავს, მასპინძელი ქალაქი კი ჩიკაგოა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები