ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა
ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, დაბა ხულოს ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროფესიული დღესასწაული 2003 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე, მერის მოადგილე ნური გორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და მოწვეული სტუმრები. მათ შეკრებილ საზოგადოებას ბიბლიოთეკარის დღე მიულოცეს, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკების მნიშვნელოვან როლს განათლების, კულტურისა და საზოგადოების განვითარების პროცესში და მადლობა გადაუხადეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მრავალწლიანი ერთგული შრომისთვის.
ღონისძიების ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ასევე სიგელები გადაეცათ ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
