მხოლოდ ერთი დღით „ტიფლისს“ „ისთ ფოინთში“, „კავეა Imax“-ის ეკრანი დაეთმობა

29 ოქტომბერს, მხოლოდ ერთი დღით, „ტიფლისი“ “ისთ ფოინთში“ „კავეა Imax“- ის გიგანტურ ეკრანზე იქნება წარმოდგენილი. „ტიფლისის“ ერთგულ მაყურებელს შესაძლებლობა მიეცემა, საყვარელი ორიგინალური ქართული დრამის, მეორე სეზონის, პირველი და მეორე სერია სავაჭრო ქალაქ „ისთ ფოინთში“ ახლად გახსნილ კინოთეატრ „კავეა Imax”-ში იხილოს.
HBO-ს სატელევიზიო დრამის „სამეფო კარის თამაშების“ შემდეგ, Imax-ის კინოთეატრში GDS-ის სატელევიზიო პროექტის ჩვენება გაიმართება.
„ტიფლისის“ პოპულარული გმირები, რეალური შეგრძნებებით, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით და საუკეთესო ხმის ეფექტით იმ თავგადასავალზე მოგიყვებიან, რომელსაც თითქმის ერთი წელია ველით. ბევრს აინტერესებს, რა მოხდება „ტიფლისი 2“-ში და როგორ გაგრძელდება დაწყებული ამბავი. ტიფლისიდან მოქმედება ციმბირში გადაინაცვლებს… სხვა დეტალები კი, 29 ოქტომბერს „კავეა აიმაქსის“ გიგანტურ ეკრანზე შეაფასეთ, რომელიც „ტიფლისის“ რეალობაში გადაგისვრით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები