28 ოქტომბერი ანიმაციის საერთაშორისო დღეა

28 ოქტომბერი ანიმაციის საერთასორისო დღეა. რომელიც 2002 წელს ანიმაციური კინოს საერთაშორისო ასოციაციის ფრანგული განყოფილების ASIFA-ს ინიციატივით დაწესდა.
1892 წლის 28 ოქტომბერს – პარიზში, მხატვარმა და გამომგონებელმა ემილ რეინომ მოაწყო ახალი და უჩვეულო სანახაობის დემონსტრაცია ოპტიკურ თეატრში (theatre optique). მისი უნიკალური აპარატი – პრაქსინოსკოპი უჩვენებდა მოძრავ სურათებს. ეს თარიღი ანიმაციური კინოს დაბადების დღედ ითვლება.
საქართველოში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ ქალაქ ბათუმში ოქტომბრის თვეში იმართება. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს კინო დარგის, ანიმაციური ჟანრის განვითარებას საქართველოში, კრეატიული აზროვნების, გამოცდილების, ახალი ტექნოლოგიების, მუშაობის სტილის გაცნობა გაზიარებას, ურთიერთობების გამყარებას უცხოელ პარტნიორებთან, ახალი კონტაქტების დამყარებას და ქართული ანიმაციის ინტეგრაციას მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები