გალერეა „ვაჩე“ ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

30 ოქტომბერს, 18:00 საათზე გალერეა „ვაჩე“ სიურეალისტი მხატვრის, ალექსანდრე ბიგანაშვილის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. ახალგაზრდა ხელოვანმა საკუთარ ნამუშევრებს – „ქვეცნობიერის მიღმა სხვა რეალობა” უწოდა.
ალექსანდრე ბიგანიშვილი ამბობს, რომ : „სიურეალისტი მხატვრის მიზანია ნახატების საშუალებით იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ ჩემს ნამუშევრებში სწორედ არაცნობიერის წინ წამოწევაა პრიორიტეტი. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების გადატანა ნამუშევრებში.
სიურეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. სიურეალიზმის მიზანი ადამიანის გათავისუფლებაა იმ არაცნობიერი განცდებისა თუ ემოციებისგან, რომლებსაც თამამად ვერ გამოვხატავთ საზოგადოებისთვის მიუღებლობის გამო. ასოციალურობის, საზოგადოებისგან გამიჯვნის შიში კი ადამიანს უბიძგებს, სიმბოლოების საშუალებით გამოხატოს თავისი განცდები. დანარჩენს კი დამთვალიერებელი გამოფენაზე თავად შეაფასებს.“ გამოფენა 2 ნოემბერამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები