დღეს გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნება

დღეს, 19:00 საათზე, ალ. გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში მოეწყობა საზეიმო საღამო, რომელიც საქართველოში რუსული თეატრის 170 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
გრიბოედოვის თეატრში ამავე დღეს გაიხსნება სახალხო არტისტების: გიგა ლორთქიფანიძისა და ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფები. შედგება წიგნის „ბედის პარტიტურა. ლეონიდ ვარპახოვსკი“ პრეზენტაცია.
გრიბოედოვის თეატრის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება თბილისში 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ღონისძიებებში მონაწილეობენ ქართული თეატრის წარმომადგენლები, თეატრების დირექტორები და სამხატვრო ხელმძღვანელები 21 ქვეყნიდან. იუბილის სპეციალური სტუმრები არიან სახალხო არტისტები: ოლეგ ბასილაშვილი, ვასილ ლანოვოი და ირინა მურავიოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები